ქიმიის დეპარტამენტში სტუდენტთა XVIII ვორქ-შოპის ჩატარება დაგეგმილია 22 ივნისს. ვორქ-შოპში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს. ვორქ-შოპში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ინფორმაცია (თემის დასახელება, სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური, ხელმძღვანელის სახელი, გვარი) მოგვაწოდოთ 20 ივნისის 18:00 საათამდე მისამართზე:
marina.karchkhadze@tsu.ge